Saturday, May 20, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია


დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავწერეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩემი პროექტისთვის გათვალისწინებული  დროში გაწერილი გეგმა და მისი სტრატეგიები. შევისწავლეთ  მოსწავლეებისათვის  დავალებების განაწილება ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა, როგორ შევაფასო მოსწავლის ნამუშევრები, ჯგუფის მუშაობა, როგორ განუვითარო მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები. ვიმუშავეთ შეფასების ბიბლიოთეკაში, რომელიც დამეხმარებაპროექტზე მუშაობის დროს.
ჩემი პროექტისთვის შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვები:რამდენად რეალურია ,,მუდმივად ბედნიერად ცხოვრება"?
თემატური კითხვები:როგორები არიან ზღაპრის პერსონაჟები? რა აერთიანებს ყველა ზღაპარს? რა თემაზე იწერება ზღაპრები? 
შინაარსორბივი კითხვები:რა არის ზღაპარი?რა არის ზღაპრის ელემენტები?
რა არის ზღაპრის მთავარი აზრი?
                 
                                 





Friday, May 12, 2017

მესამე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო,დატვირთული  აქტივობებით.
ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე. ესგ-ის მიხედვით განვიხილეთ სტანდარტები -  პროექტის თემისაა და კლასის გათვალისწინებით.ვიმსჯელეთ, სასწავლო ამოცანების დასახვაზე სხვადასხვა პროექტისთვის. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რათა დავსახოთ პროექტის მიზანი და გეგმა. 
ტრენინგის მასალები დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბების განხორციელებაში.
მადლობა გაწეული დახმარებისთვის.

Tuesday, May 9, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო . განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი საკითხები.  ვიმსჯელეთ,  პროექტზე მუშაობის პროცესში თუ, რა უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს.  შევქმენით საკუთარი ბლოგი. გავხდით ბლოგერები :) დავამზადეთ ბუკლეტები. გავეცანით სხვადასხვა პროექტებს, ვიმუშავეთ წყვილებში, გავაკეთეთ პრეზენტაცია.
დიდი მადლობა!

ჩემი პროექტის იდეა

ვფიქრობ, სტრუქტურა გასაგებია. აუცილებლად განვახორციელებ.