დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე, მისი მიხედვით შევქმენით კოლაბორაციული დოკუმენტი, გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას. რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშობისას.
ვიმუშავეთ გაკვეთილის მართვის პროგრამაში, შევქმენით ქვიზი, გავუზიარეთ მოსწავლეს.
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო დატვირთული.
დიდი მადლობა!!!
Saturday, May 27, 2017
Friday, May 26, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს შევისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის უკუკავშირი. შევადგინეთ ჩვენი პრეზენტაციის ჩეკლისტი, გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასების ნიმუშებს. ძალიან საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღე იყო, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის განხორციელების დროს.
დიდი მადლობა!
დიდი მადლობა!
Sunday, May 21, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოზე. ასევე, თუ როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების
გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებაზე.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს
ვასწავლი თუ როგორ დაიცვან საავტორო სამართლებრივი
და ეთიკური უფლებები.
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტეროსო. დიდი მადლობა!
Saturday, May 20, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავწერეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩემი პროექტისთვის გათვალისწინებული დროში გაწერილი გეგმა და მისი სტრატეგიები. შევისწავლეთ მოსწავლეებისათვის დავალებების განაწილება ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა, როგორ შევაფასო მოსწავლის ნამუშევრები, ჯგუფის მუშაობა, როგორ განუვითარო მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები. ვიმუშავეთ შეფასების ბიბლიოთეკაში, რომელიც დამეხმარებაპროექტზე მუშაობის დროს.
ჩემი პროექტისთვის შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვები:რამდენად რეალურია ,,მუდმივად ბედნიერად ცხოვრება"?
თემატური კითხვები:როგორები არიან ზღაპრის პერსონაჟები? რა აერთიანებს ყველა ზღაპარს? რა თემაზე იწერება ზღაპრები?
შინაარსორბივი კითხვები:რა არის ზღაპარი?რა არის ზღაპრის ელემენტები?
რა არის ზღაპრის მთავარი აზრი?Friday, May 12, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო,დატვირთული აქტივობებით.
ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე. ესგ-ის მიხედვით განვიხილეთ სტანდარტები - პროექტის თემისაა და კლასის გათვალისწინებით.ვიმსჯელეთ, სასწავლო ამოცანების დასახვაზე სხვადასხვა პროექტისთვის. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რათა დავსახოთ პროექტის მიზანი და გეგმა.
ტრენინგის მასალები დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბების განხორციელებაში.
მადლობა გაწეული დახმარებისთვის.
Tuesday, May 9, 2017
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო . განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი საკითხები. ვიმსჯელეთ, პროექტზე მუშაობის პროცესში თუ, რა უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს. შევქმენით საკუთარი ბლოგი. გავხდით ბლოგერები :) დავამზადეთ ბუკლეტები. გავეცანით სხვადასხვა პროექტებს, ვიმუშავეთ წყვილებში, გავაკეთეთ პრეზენტაცია.
დიდი მადლობა!
დიდი მადლობა!
Subscribe to:
Posts (Atom)