პირველივე დღიდან განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი საკითხები.
ვიმსჯელეთ, პროექტზე მუშაობის პროცესში თუ, რა უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს. შევქმენით საკუთარი ბლოგი. გავხდით ბლოგერები,
დავამზადეთ ბუკლეტები. გავეცანით სხვადასხვა პროექტებს. ვიმსჯელეთ, სასწავლო ამოცანების დასახვაზე სხვადასხვა პროექტისთვის. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რათა დავსახოთ პროექტის მიზანი და გეგმა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავწერეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩემი პროექტისთვის გათვალისწინებული დროში გაწერილი გეგმა და მისი სტრატეგიები. შევისწავლეთ მოსწავლეებისათვის დავალებების განაწილება ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე, მისი მიხედვით შევქმენით კოლაბორაციული დოკუმენტი, გავეცანით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას. .
ვიმუშავეთ გაკვეთილის მართვის პროგრამაში, შევქმენით ქვიზი, გავუზიარეთ მოსწავლეს. გავეცანით და ვისაუბრეთ ფასილიტაციის დაგეგმვაზე. ჯგუფური მუშაობის დროს მოვახდინეთ ფასილიტაციის პრეზენტაციები და წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები, მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი. ასევე, წყვილებში ვიმუშავეთ, გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს, მივიღეთ რეკომენდაციები.
განვიხილეთ ჩვენ მიერ შესრულებული პროექტის გეგმის პროცედურები, გავაკეთეთ ჩასწორებები. ვისწავლე როგორ ავტვირთო საკუთარ ბლოგზე ჩემი პორტფოლიო.

ტრენინგის ცხრა დღე იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი.
მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა!!!